იტალიაში საპროტესტო აქციები დაპირისპირებების ფონზე დაიწყო
იტალიაში საპროტესტო აქციები დაპირისპირებების ფონზე დაიწყო. აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა რომსა და ტურინში დემონსტრანტებმა ქუჩაში ბარიკადები აღმართეს, ნაგვის ურნები, სკუტერები დაწვეს და პოლიციას საგნები ესროლეს. ძალოვნებმა კი მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენეს. ანალოგიური ვითარება იყო ვიჩენცაშიც. დემონსტრანტებმა პოლიციელებს პიროტექნიკა ესროლეს, შედეგად ოთხი პოლიციელი დაშავდა. შვიდი პოლიციელია დაშავებული მესტრეში. აქციები გაიმართა მილანში, გენუაში

















