ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმში ახალგაზრდა ხელოვანების კონკურსის გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართა
ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმში ახალგაზრდა ხელოვანების კონკურსის გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. კონკურსი „ღანი” სამ შემოქმედებით მიმართულებას -არქიტექტურას, ქანდაკებასა და ფერწერა-გრაფიკას – აერთიანებს. კონკურსანტებიდან საბოლოოდ, შეირჩა 36 ახალგაზრდა ხელოვანის, 29 ნამუშევარი. სწორედ ამ ნამუშევრებიდან გამოავლინა პროფესიულმა საკონკურსო ჟიურიმ თითოეულ მიმართულებაში, სამ- სამი გამარჯვებული , რომლებიც ფულადი პრემიით დაჯილდოვდნენ. გამოფენაში მონაწილე სხვა ფინალისტებს, გადაეცათ ერთჯერადი ფულადი პრემია და მონაწილეობის სერტიფიკატები. კონკურსის დასკვნითი გამოფენა ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმში 3 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება. დამთვალიერებლებს შესაძლებლობა აქვთ, გაეცნონ ახალგაზრდა არქიტექტორების, მოქანდაკეებისა და მხატვრების ნამუშევრებს

















