2 კვირა და სასამართლო პროცესების 8 დღე - კონსტიტუციური სარჩელის განხილვის გუშინდელი დღე არჩილ გორდულაძემ ბრიფინგზე შეაჯამა
2 კვირა და სასამართლო პროცესების 8 დღე - კონსტიტუციური სარჩელის განხილვის გუშინდელი დღე არჩილ გორდულაძემ ბრიფინგზე შეაჯამა. უმრავლესობის წევრის განცხადებით, ოპოზიციის გამოხატულმა პოზიციებმა კიდევ უფრო გაამყარა „ქართული ოცნების“ პოზიცია, რომ დემოკრატიული ღირებულებების დასაცავად ამ პარტიების აკრძალვა ერთადერთი გზაა. აღიარეს ისიც, რომ სარჩელში მოყვანილი ფაქტები არ არის ახალი და ყველასთვის ცნობილია. არჩილ გორდულაძის შეფასებით, ოპოზიციისთვის ადამიანის უფლებებს არავითარი ღირებულება არ აქვს

















