პოლონეთში პოლიტიკური კრიზისი მწვავდება
პოლონეთში პოლიტიკური კრიზისი მწვავდება. საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობასთან პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკება დაკავებებით დასრულდა. პოლიციამ სასამართლოს შენობაში რეიდი ჩაატარა, ტრიბუნალის თავმჯდომარეს, ბოგდან შვენჩკოვსკის კი უფლებამოსილება ერთი თვით შეუჩერდა. პრემიერ დონალდ ტუსკის მთავრობის ამ მოქმედებებს ოპოზიცია უკანონო სახელმწიფო გადატრიალების მცდელობად აფასებს. ვითარების გამწვავების ფონზე პრეზიდენტმა კაროლ ნავროცკიმ სენეგალში ვიზიტი შეწყვიტა და პოლონეთში დაბრუნდა. სასამართლოსთან მისულ პრეზიდენტს სამართალდამცველებმა შენობაში შესვლის საშუალება არ მისცეს. ადგილზე არ შეუშვეს ოპოზიციური პარტიის „კანონი და სამართლიანობის“ წარმომადგენლებიც. კრიზისის საფუძველი საკონსტიტუციო ტრიბუნალის მოსამართლეთა დანიშვნასთან დაკავშირებული ხანგრძლივი დავა და სასამართლოს ლეგიტიმურობის საკითხია

















