თურქეთის სამხრეთში, ანტალიის პროვინციაში ტორნადოსა და შტორმს 4 ადამიანი ემსხვერპლა
თურქეთის სამხრეთში, ანტალიის პროვინციაში ტორნადოსა და შტორმს 4 ადამიანი ემსხვერპლა. სტიქია ქეფეზის რაიონს დაატყდა თავს. გუბერნატორის განცხადებით, ტორნადომ სამშენებლო მოედანზე განთავსებული ორი ნაგებობა სრულიად გაანადგურა. ორი მუშა ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ორი საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ დაიღუპა. ძლიერმა ქარმა სამშენებლო მოედანზე ამწეც წააქცია, თუმცა ამის გამო არავინ დაშავებულა. სტიქიამ პროვინციაში ქუჩები დატბორა და დააზიანა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა



















