კულტურის მინისტრმა გურჯაანის თოჯინების თეატრი დაათვალიერა - გაეცნო ინფრასტრუქტურულ საჭიროებებსა და შემოქმედებითი განვითარების გეგმებს
კულტურის მინისტრმა გურჯაანის თოჯინების თეატრი დაათვალიერა - გაეცნო ინფრასტრუქტურულ საჭიროებებსა და შემოქმედებითი განვითარების გეგმებს. ხელმძღვანელობისგან, არსებული საჭიროებები და სამომავლო განვითარების მიმართულებები მოისმინა. გურჯაანის თოჯინების თეატრი ოთხი ათეული წელია რეგიონში თოჯინური ხელოვნების პოპულარიზაციასა და ბავშვებისთვის თეატრალური ხელოვნების გაცნობას ემსახურება. თეატრი საქართველოს თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრების გაერთიანების წევრია



















