არეულობა იყო ესპანეთში
არეულობა იყო ესპანეთში. მას შემდეგ რაც ბილბაოში, ულტრამემარჯვენე აქტივისტ ვიტო კილესის მიერ ორგანიზებული აქცია დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკებებში გადაიზარდა. აქციის მონაწილეებმა გაძარცვეს მაღაზიები, დაწვეს პოლიციის კუთვნილი მოტოციკლეტები და ადგილობრივების ავტომობილები. თავდაპირველად დემონსტრანტები დეუსტოს უნივერსიტეტთან შეიკრიბნენ, რასაც სწავლის პროცესის შეჩერება და კამპუსის დახურვა მოჰყვა. მოგვიანებით კი ქუჩებში გადაინაცვლეს. დაძაბულობისას აქტივისტები ქვებს და სხვადასხვა ნივთს ესროდნენ პოლიციელებს. ოფიციალური მონაცემებით შეტაკებების დროს 9 ადამიანი დააკავეს, 19 ადამიანი კი დაშავდა



















