გარემოს დაცვის მინისტრმა, ერევანში ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ კონვენციის მხარეთა კონფერენციის მე-17 შეხვედრის მინისტერიალის მაღალი დონის სეგმენტზე, საქართველოს ეროვნული განცხადება წარადგინა
გარემოს დაცვის მინისტრმა, ერევანში ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ კონვენციის მხარეთა კონფერენციის მე-17 შეხვედრის მინისტერიალის მაღალი დონის სეგმენტზე, საქართველოს ეროვნული განცხადება წარადგინა. დავით სონღულაშვილმა ბიომრავალფეროვნების დაცვის მიმართულებით ქვეყნის მიერ მიღწეულ შედეგებზე, დაცული ტერიტორიების გაფართოებაზე, გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების აღდგენის ღონისძიებებსა და საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ილაპარაკა. ღონისძიება, სხვადასხვა ქვეყნის მინისტრებს, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ფინანსური ინსტიტუტების, სამოქალაქო საზოგადოებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლებს აერთიანებს



















