თბილისის მერმა ახლად მოწყობილი დასასვენებელი სივრცეები დაათვალიერა საბურთალოს რაიონში
თბილისის მერმა ახლად მოწყობილი დასასვენებელი სივრცეები დაათვალიერა, საბურთალოს რაიონში. ვახტანგ ჭაბუკიანის 7 ნომრის მიმდებარედ და ასევე, ხვიჩიას ქუჩაზე სივრცეები გამწვანდა. დამონტაჟდა უსაფრთხოების კამერები. ასევე, მოეწყო სარწყავი სისტემა და განათების ქსელი. საპარკო ინვენტარი განთავსებასთან ერთად, დაირგო სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარეები და ბალახი



















