გიორგი ნემსაძის სამოქალაქო პანაშვილი სამების ტაძარში გაიმართა
გიორგი ნემსაძის სამოქალაქო პანაშვილი სამების ტაძარში გაიმართა. მის ხსოვნას პატივი მიაგო პრეზიდენტმა, დედაქალაქის მერმა, სპორტის მინისტრმა, მინისტრთა კაბინეტის სხვა წევრებმა, ვეტერანმა ფეხბურთელებმა და არაერთა ადამიანმა. საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და თბილისის „დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი 54 წლის ასაკში გარდაიცვალა. გიორგი ნემსაძეს ეროვნულ ნაკრებში 1992-2004 წლებში 69 მატჩი აქვს ჩატარებული. ის გუნდის კაპიტანი 42 შეხვედრაში იყო




















