დონალდ ტრამპმა ირანის წინააღმდეგ ახალი სამხედრო ოპერაციის ჩატარება არ გამორიცხა
დონალდ ტრამპმა ირანის წინააღმდეგ ახალი სამხედრო ოპერაციის ჩატარება არ გამორიცხა. ფლორიდაში გამართულ საარჩევნო ღონისძიებაზე თეთრი სახლის ლიდერმა განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა შესაძლოა კიდევ ერთი ოპერაცია „ეპიკური მრისხანება“ მოაწყოს. მისივე თქმით, ირანთან დაკავშირებული საკითხების მოგვარების შემდეგ, შეერთებული შტატები კუბაზეც იზრუნებს და სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს შეთანხმების საბოლოოდ გასაფორმებლად გაგზავნის




















