დონალდ ტრამპის ინფორმაციით, უკრაინაში Starlink-ის მუშაობა გამოსწორდა
დონალდ ტრამპის ინფორმაციით, უკრაინაში Starlink-ის მუშაობა გამოსწორდა. ამის შესახებ მან ფლორიდაში გამგზავრებამდე ჟურნალისტებს განიცხადა. როგორც თეთრი სახლის ლიდერმა აღნიშნა, მას ამ საკითხთან დაკავშირებით ილონ მასკთან არ უსაუბრია, თუმცა თუ ხარვეზი არ გამოსწორებულა, მზადაა, მას ელაპარაკოს. მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ Starlink-ი უკრაინაში კვლავ შეზღუდულად მუშაობს




















