პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე უნგრეთის რევოლუციის 70 წლის იუბილესადმი მიძღვნილ გალა კონცერტს დაესწრო
პრემიერი ასევე დაესწრო უნგრეთის რევოლუციის 70 წლის იუბილეს მიძღვნილ გალა კონცერტსაც. სახელმწიფოების ლიდერებს უნგრეთის მთავრობის მეთაურმა, პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად, სახელმწიფო ოპერაში უმასპინძლა. ირაკლი კობახიძე გალა კონცერტს დელეგაციასთან ერთად დაესწრო, რომლის შემადგენლობაში ვიცე-პრემიერი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი არიან




















