ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკრებმა სამხედრო ფიცი დიდგორის მემორიალთან დადეს
ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკრებმა სამხედრო ფიცი დიდგორის მემორიალთან დადეს. სასწავლო ბატალიონის პირველი კურსის იუნკრებმა სამსახურებრივი მოვალეობის დროს დაღუპული სამხედროების ხსოვნას წუთიერი დუმილით მიაგეს პატივი. ბატალიონის მეთაურმა, მათ სიტყვით მიმართა და წარმატებები უსურვა. ღონისძიებაზე წარჩინებული კურსდამთავრებულები და ინსტრუქტორები საპატიო სიგელებით დაჯილდოვდნენ. იუნკრებმა გაიარეს ხუთკვირიანი საწყისი საბრძოლო მომზადების კურსი, რაც თეორიულ და პრაქტიკულ მეცადინეობებს მოიცავდა. მომავალი ოფიცრები კურსის განმავლობაში სამხედრო მოსამსახურის უნარ-ჩვევებს დაეუფლნენ




















