თბილისის საკრებულოს უმრავლესობის მაჟორიტარმა წევრმა, შალვა ოგბაიძემ საქმიანობის ანგარიში წარადგინა
თბილისის საკრებულოს, უმრავლესობის მაჟორიტარმა წევრმა შალვა ოგბაიძემ საქმიანობის ანგარიში წარადგინა. ილაპარაკა ოლქში განხორციელებულ პროექტებზე. კომისიებსა და ფრაქციაში საკუთარი აქტივობა დაწვრილებით მიმოიხილა. ანგარიშის წარდგენას საკრებულოსა და პარლამენტის წევრები, მერიის წარმომადგენლები და ადგილობრივი მოსახლეობა ესწრებოდნენ




















