წალენჯიხაში სახალხო დღესასწაული "წალენჯიხობა-გრანელობა" აღინიშნება
წალენჯიხაში სახალხო დღესასწაული "წალენჯიხობა-გრანელობა" აღინიშნება. მთავარ მოედანზე, დილიდან სხვადასხვა ღონისძიება იმართება. მოწყობილია ეთნოგრაფიული კუთხეები, გამოფენილია აგროპროდუქტები, ხალხური რეწვის ნიმუშები და ადგილობრივ შემოქმედთა ნახატები. დააჯილდოვებენ საპატიო წალენჯიხელს. ღონისძიებები დღის ბოლოს ჯგუფი "ურსა"-ს კონცერტით დასრულდება.


















