დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ორგანიზებით, ახალციხეში დასაქმების ფორუმი გაიმართა
დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ორგანიზებით, ახალციხეში დასაქმების ფორუმი გაიმართა. ღონისძიებას სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტმა უმასპინძლა. ფორუმზე 30-მდე კომპანია 200-ზე მეტი ვაკანსიით იყო წარმოდგენილი. მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ, შეხვედროდნენ დამსაქმებლებს, გასაუბრებოდნენ ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერებს და გაცნობოდნენ ვაკანსიებსა და დასაქმების პირობებს.ღონისძიება ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ გახსნა. ფორუმს ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრი ანტონ ობოლაშვილი, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს დირექტორი, ახალციხის მერი და მოწვეული სტუმრები


















