მაკა ბოჭორიშვილი ცენტრალური აზიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას უმასპინძლებს ხვალ, ბათუმში
ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი ცენტრალური აზიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას უმასპინძლებს ხვალ, ბათუმში. საქართველოს, თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილე, საგარეო საქმეთა მინისტრი რაშიდ მერედოვი, ასევე, უზბეკეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ბახტიორ საიდოვი; ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მუხთარ ტლეუბერდი, ყირგიზეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ჟეენბეკ კულუბაევი და ტაჯიკეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სიროჯიდინ მუხრიდინი ეწვევიან


















