უცხოელი მაღალჩინოსნების განცხადებებს, სასამართლოზე ზეწოლის მცდელობად აფასებს პარლამენტის თავმჯდომარე
უცხოელი მაღალჩინოსნების განცხადებებს, სასამართლოზე ზეწოლის მცდელობად აფასებს პარლამენტის თავმჯდომარე. შალვა პაპუაშვილის თქმით, პარტიის კონსტიტუციურობის საკითხზე სასამართლოსთვის მიმართვა პარლამენტის წევრების კონსტიტუციური უფლებაა, უცხოეთის ხელისუფლებების მუქარის შემცველი განცხადებები კი საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევაა. პაპუაშვილი უცხოელ მაღალჩინოსნებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ მიკერძოებული შეფასებებისგან. ის იხსენებს სააკაშვილის, მელიას, გვარამიასა და „რუსთავი 2“-ის საქმეებს და აცხადებს, რომ ამ საკითხებზე მათ საქართველოსა და ქართული სასამართლოსთვის ბოდიში აქვთ მოსახდელი.


















