გენერალური პროკურორი სომხეთის რესპუბლიკის გენერალურ პროკურორს ანა ვარდაპეტიანს შეხვდა
გენერალური პროკურორი სომხეთის რესპუბლიკის გენერალურ პროკურორს ანა ვარდაპეტიანს შეხვდა. გიორგი გვარაკიძემ მადლობა გადაუხადა სომხეთის გენერალურ პროკურორს საქართველოში სტუმრობისთვის და აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრული და საქმიანი ურთიერთობები ხელს უწყობს მართლმსაჯულების მიმართულებით ეფექტიან თანამშრომლობას. შეხვედრაზე მხარეებმა ასევე, სისხლის სამართლის სფეროში გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე, დანაშაულის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლის მიმართულებებზე ილაპარაკეს და სამომავლო თანამშრომლობის გაძლიერების კუთხით მზაობა გამოთქვეს. შეხვედრას, ორივე მხარის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.


















