ვარშავასა და კიევს შორის მორიგი დიპლომატიური დაპირისპირება ღვივდება
ვარშავასა და კიევს შორის მორიგი დიპლომატიური დაპირისპირება ღვივდება. ქალაქ ლვოვის საოლქო საბჭომ 2027 „უკრაინის მეამბოხეთა არმიის“ წლად გამოაცხადა. პოლონეთი მეორე მსოფლიო ომის დროინდელ ამ სამხედრო დანაყოფს პოლონელების გენოციდში ადანაშაულებს. პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა ლვოვის ამ ნაბიჯს „თვითმკვლელობის ტაქტიკა“ უწოდა. გავრცელდა ცნობაც, რომ პოლონეთი უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შეწყვეტას გეგმავს. ასევე ვარშავამ ინიციატივის ავტორს ლვოვის საოლქო საბჭოს დეპუტატს 5 წლით შენგენის ზონაში შესვლა აუკრძალა


















