არგენტინის დედაქალაქში სახელმწიფო უნივერსიტეტების დაფინანსების განახლების მოთხოვნით გამართული დემონსტრაცია მასობრივ არეულობაში გადაიზარდა
არგენტინის დედაქალაქში სახელმწიფო უნივერსიტეტების დაფინანსების განახლების მოთხოვნით გამართული დემონსტრაცია მასობრივ არეულობაში გადაიზარდა. სამართალდამცველებმა მომიტინგეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს მას შემდეგ, რაც აქციის მონაწილეთა ნაწილმა კონგრესის შენობას სხვადასხვა ნივთი ესროლა. პროტესტი 2025 წელს მიღებული კანონის შესრულებას უკავშირდება, რომელიც ინფლაციის გათვალისწინებით პროფესორებისთვის ხელფასების, სტუდენტებისთვის კი სტიპენდიების გაზრდას ითვალისწინებდა. პრეზიდენტმა კანონს ვეტო დაადო, თუმცა პარლამენტმა ვეტო გააუქმა. დემონსტრანტებმა პრეზიდენტისა და მთავრობის გადადგომა მოითხოვეს.













