დევნილმა მოქალაქეებმა, ფულადი კომპენსაციის მისაღებად განცხადებები 19 ოქტომბრიდან 2 ნოემბრის ჩათვლით უნდა დაწერონ იუსტიციის სახლებში
დევნილმა მოქალაქეებმა, ფულადი კომპენსაციის მისაღებად განცხადებები 19 ოქტომბრიდან 2 ნოემბრის ჩათვლით უნდა დაწერონ, იუსტიციის სახლებში. ახალ პროგრამაში ჩართვა ყველა იმ დევნილ ოჯახს შეუძლია, რომელსაც სახელმწიფოსგან საცხოვრებელი ფართი ან შესაბამისი კომპენსაცია არ აქვს მიღებული. ოჯახის თითოეული წევრი, 10 ათას ლარს მიიღებს. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ და დევნილთა სააგენტოს დირექტორმა პროგრამის განხორციელების პროცედურულ ნაწილზე იმსჯელეს. გარდა ამისა აქტიურ რეჟიმში გრძელდება საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობა და „სოფლად სახლის“ შესყიდვის პროგრამა.












