უკან16 ოქტომბერი 2026, 12:13
ტყიბულში, მუხურისა და საწირის სატყეო უბნებზე დეგრადირებული ტყის აღდგენის პროექტი განხორციელდება
ეროვნული სატყეო სააგენტოს სპეციალისტები პროექტს შეიმუშავებენ, სამუშაოები კი 2027 წელს დაიწყება. მუხურში მავნებლის ზემოქმედებით კოლხური ბზისა და წაბლის შერეული კორომი განადგურებულია. დაირგვება ისეთი სახეობები, რომლებიც თავდაპირველი ეკოსისტემის შენარჩუნებას შეუწყობს ხელს. საწირეში კი მუხის, ფიჭვის, წაბლისა და წიფლის დარგვა იგეგმება.
გაზიარება












