2 ადამიანი დააკავეს, სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის ფაქტზე
2 ადამიანი დააკავეს, სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის ფაქტზე. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულებმა თურქეთიდან მოტორიანი ნავით უკანონოდ გადმოკვეთეს საქართველო-თურქეთის სახელმწიფო საზღვარი „სარფის“ საზღვაო რაიონში და საქართველოს ტერიტორიულ წყლებში შემოვიდნენ. სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ორივე ბრალდებული ადგილზე დააკავეს, საიმიგრაციო პროცედურების შემდეგ კი ქვეყნიდან გააძევეს.












