პეტერ მადიარმა ევროკავშრის მიერ უნგრეთისთვის გამოყოფილი „ეროვნული პაკეტის“ გაზრდას საამაყო მიღწევა უწოდა და აღნიშნა რომ გაერთიანებისგან მანამდე შეთავაზებული შვიდწლიანი ბიუჯეტი ბუდაპეშტისთვის მიუღებელი იყო
პეტერ მადიარმა ევროკავშრის მიერ უნგრეთისთვის გამოყოფილი „ეროვნული პაკეტის“ 30 და 31 მილიარდ ევრომდე გაზრდას საამაყო მიღწევა უწოდა და აღნიშნა რომ გაერთიანებისგან მანამდე შეთავაზებული შვიდწლიანი ბიუჯეტი ბუდაპეშტისთვის მიუღებელი იყო. სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში უნგრეთის პრემიერი წინამორბედის, ვიქტორ ორბანის გუშინდელ განცხადებასაც გამოეხმაურა, რომელშიც ორბანმა მადიარი ბრიუსელის მოთხოვნების დაკმაყოფილების სურვილით უნგრელი ბავშვების „გენდერული ლობის“ წყალობის იმედად დატოვებაში დაადანაშაულა.












