შინაგან საქმეთა სამინისტროს დელეგაცია თურქეთში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა
შინაგან საქმეთა სამინისტროს დელეგაცია თურქეთში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა. თურქეთის ეროვნული პოლიციის უფროსის მოადგილის, მასპინძლობით, სამინისტროების ერთობლივი კომისიის მე-11 შეხვედრა გაიმართა. მხარეებმა სამართალდაცვით სფეროში თანამშრომლობის პრიორიტეტები, დანაშაულთან ბრძოლის გაძლიერება და დაგეგმილი ერთობლივი ღონისძიებები განიხილეს. მხარეებმა თანამშრომლობის გაგრძელებისა და პარტნიორობის გაღრმავების მზადყოფნა გამოთქვეს. დელეგაციის შემადგენლობაში, სხვადასხვა დანაყოფის ხელმძღვანელები და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის წარმომადგენელი იყვნენ













