გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, მარტა კოსმა „კორიერე დე ლა სერასთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ 2027 წლის 1-ლი იანვრისთვის უკრაინის ევროკავშირში გაწევრება არარეალისტურია
გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, მარტა კოსმა „კორიერე დე ლა სერასთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ 2027 წლის 1-ლი იანვრისთვის უკრაინის ევროკავშირში გაწევრება არარეალისტურია. როგორც აღნიშნა, გაერთიანებაში ინტეგრაცია დამსახურების პრინციპს ეფუძნება. მისი თქმით, გაწევრების პროცესში არანაირი შეღავათი არ არსებობს; ევროკავშირი ითვალისწინებს, რომ უკრაინა გადარჩენისთვის იბრძვის და ამიტომ მის მხარდაჭერას განაგრძობს. ევროკომისარი იმედოვნებს, რომ წლის ბოლომდე მოლაპარაკებების რაც შეიძლება მეტი კლასტერი გაიხსნება.























