პრემიერ-მინისტრი, ერთ-ერთი უმსხვილესი ტაილანდური კონგლომერატის თავმჯდომარეს შეხვდ
პრემიერ-მინისტრი, ერთ-ერთი უმსხვილესი ტაილანდური კონგლომერატის, თავმჯდომარეს, შეხვდა. ილაპარაკეს თანამშრომლობის პერსპექტივებზე, მათ შორის საქართველოში სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტების განხორციელების მიმართულებით. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტისა და ვაზიანის საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობის პროექტებს და მათ მნიშვნელობას დაკავშირებადობის კიდევ უფრო გაძლიერებაში. ასევე განიხილეს ენერგეტიკის სექტორში თანამშრომლობის პოტენციალი და განახლებადი ენერგიის წარმოების მიმართულებით ქვეყანაში არსებული რესურსები. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, საქართველოს მთავრობა მიესალმება უცხოურ ინვესტიციებს და ინვესტორებს სტაბილურ, პროგნოზირებად და მიმზიდველ ბიზნესგარემოს სთავაზობს. მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი ესწრებოდნენ.























