თაღითობის ბრალდებით ორი ადამიანი დააკავეს აჭარაში
გამოძიების ინფორმაციით, ბათუმში მოქმედი სამშენებლო კომპანიის ხელმძღვანელები მოქალაქეებს ბინების საკუთრებაში გადაცემას დაჰპირდნენ, სანაცვლოდ კი დიდი ოდენობით თანხა გამოართვეს. ბრალდებულებმა მყიდველებს ბინები საკუთრებაში არ დაურეგისტრირეს და ფართები მხოლოდ ფაქტობრივ მფლობელობაში გადასცეს. მოგვიანებით, მას შემდეგ, რაც მოქალაქეებმა ბინები საკუთარი ხარჯებით გაარემონტეს, ბრალდებულებმა ფართები დამატებითი თანხის მიღების მიზნით სხვა ადამიანებზე გაასხვისეს. მოტყუებით დაეუფლენ, 190 ათს 500 ამერიკულ დოლარსა და 42 ათას ლარს























