დუშეთის მუნიციპალიტეტის 16 სოფელში 58 ოჯახს დაუმონტაჟდა მზის მიკროსადგურები, რაც ელექტროენერგიის დამოუკიდებელი წყაროა და დენით ნებისმიერ ამინდში იქნებიან უზრუნველყოფილი
დუშეთის მუნიციპალიტეტის 16 სოფელში 58 ოჯახს დაუმონტაჟდა მზის მიკროსადგურები, რაც ელექტროენერგიის დამოუკიდებელი წყაროა და დენით ნებისმიერ ამინდში იქნებიან უზრუნველყოფილი. ეკონომიკის სამინისტროს დავალებით, ენერგეტიკის განვითარების ფონდი, მზის მიკროსადგურებს ამონტაჟებს იმ დასახლებებისთვის, რომელთა მიერთება ცენტრალურ ქსელზე რთული რელიეფის და კლიმატური პირობების გამო ვერ ხერხდება.























