კონკურენციის სააგენტო და მომხმარებლების დაცვის სააგენტო სექტემბრის თვის ფასების დინამიკას ავრცელებს
კონკურენციის სააგენტო და მომხმარებლების დაცვის სააგენტო სექტემბრის თვის ფასების დინამიკას ავრცელებს. სექტემბრის დასაწყისთან შედარებით, თვის ბოლოს 10 საბაზისო პირველადი მოხმარების არასასურსათო პროდუქტისგან შემდგარი ყველაზე იაფი კალათის ღირებულება 5.3%-ით შემცირდა, ხოლო 13 საბაზისო სასურსათო პროდუქტისგან შემდგარი ყველაზე იაფი კალათის ღირებულება - 4.4%-ით. მთავრობის ინიციატივით შექმნილი საინფორმაციო პორტალი ივნისის ბოლოს ამოქმედდა.























