ადენაუერის ფონდმა პოლიტიკური მისია ვერ შეასრულა, ასე ხსნის "ქართული ოცნება" ფონდის გასვლას საქართველოდან
ადენაუერის ფონდმა პოლიტიკური მისია ვერ შეასრულა, ასე ხსნის ქართული ოცნება, ფონდის გასვლას საქართველოდან. მმართველი გუნდი მათ კონკრეტული პოლიტიკური მიზნებით მოქმედებაში ამხელს, რადგან შეთავაზების მიუხედავად არ თქვეს უარი პოლიტიკურ პროექტებზე. კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი 30 სექტემბერს დახურა. სახელისუფლებო პარტიისთვის სამწუხაროა, როდესაც გერმანიის ერთ-ერთ სოლიდურ ფონდს არ უნდა ქართველ ხალხს გაუმხილოს, რა საქმიანობას ეწეოდა.























