22 ნოემბერი 2026, 11:48
მექსიკაში ნარკოკარტელ „ბელტრან ლეივას“ ლიდერი ფაუსტო ისიდრო მესა დააკავეს
მსოფლიო

ფოტო: Facebook
გაზიარება
მექსიკის უსაფრთხოების ძალებმა სინალოას შტატში ნარკოკარტელ „ბელტრან ლეივას“ ლიდერი ფაუსტო ისიდრო მესა, მეტსახელად „ჩაპო ისიდრო“, დააკავეს. მასთან ერთად პოლიციამ დაჯგუფების კიდევ ორი გავლენიანი წევრი აიყვანა. ოპერაცია შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობით ჩატარდა.
მესა აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს ყველაზე ძებნილ ათ პირს შორის ირიცხებოდა. მასზე ინფორმაციისთვის ამერიკის ხელისუფლებას ჯილდოდ 5 მილიონი დოლარი ჰქონდა დაწესებული.





