22 ნოემბერი 2026, 11:45
ლისაბონში ცხოვრების გაძვირების, დაბალი ხელფასებისა და საცხოვრებლის კრიზისის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართა
მსოფლიო

ფოტო: imedi/ვიდეოკადრი
გაზიარება
პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში ცხოვრების გაძვირების, დაბალი ხელფასებისა და საცხოვრებლის კრიზისის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართა. დემონსტრანტებმა ხელფასებისა და პენსიების გაზრდა, პირველადი მოხმარების პროდუქტებსა და მომსახურებაზე ფასების შემცირება, ასევე საცხოვრებლის ხელმისაწვდომობის პრობლემის მოგვარება მოითხოვეს.
ევროსტატის მონაცემებით, 2025 წელს პორტუგალიაში საშუალო წლიური შემოსავალი ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელზე 37%-ით ნაკლები იყო. ქვეყანაში საცხოვრებლის ფასები 2017 წლიდან გაორმაგებულია, ხოლო ქირა თითქმის ორჯერ გაიზარდა.





