კირილ ბუდანოვი: პეტროპავლოვსკაია ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენები გარე გავლენის გარეშე არ განვითარებულა - დამნაშავეები დაისჯებიან
მსოფლიო

კირილ ბუდანოვი
ფოტო: Getty Images
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის კირილ ბუდანოვის განცხადებით, გუშინ კიევის მახლობლად, სოფელ პეტროპავლოვსკაია ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენები გარე გავლენის გარეშე არ განვითარებულა.
როგორც ბუდანოვმა განაცხადა, ამ მოვლენების კონკრეტული მონაწილეები და ინიციატორები აუცილებლად გამოვლინდებიან და დაისჯებიან.
„უკვე დანამდვილებით ცნობილია, რომ გუშინ პეტროპავლოვსკაია ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენები გარე გავლენის გარეშე არ განვითარებულა. ამ მოვლენების კონკრეტული მონაწილეები და ინიციატორები აუცილებლად გამოვლინდებიან და დაისჯებიან. შესაბამისი დასკვნები გაკეთდება ძალოვან სტრუქტურებშიც. გენერალურმა პროკურატურამ და შესაბამისმა უწყებებმა უკვე დაიწყეს ობიექტური გამოძიება“, - განაცხადა ბუდანოვმა.
ცნობისათვის, გუშინ უკრაინულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ კიევთან ახლოს მდებარე სოფელ პეტროპავლოვსკაია ბორშჩაგოვკაში, ერთ-ერთ კერძო სახლში უკანონოდ დატყვევებული უკრაინელი სამხედრო მოსამსახურეები იმყოფებოდნენ. საქმე ეხება დაახლოებით 40 სამხედროს. ინფორმაციის გავრცელების შემდეგ სახლთან სამხედროების ოჯახის წევრები შეიკრიბნენ. მიტინგი გვიან ღამემდე გაგრძელდა. ადგილზე იყო მისული უკრაინის ეროვნული გვარდიის სარდალი ალექსანდრე პივნენკო.




