საფრანგეთში მოსწავლეთა მასშტაბურ საპროტესტო აქციებს 70 ათასზე მეტი ადამიანი შეუერთდა - დაკავებულია 500-ზე მეტი პირი
მსოფლიო

AFP
ხუთშაბათს საფრანგეთში მოსწავლეთა მორიგი მასშტაბური საპროტესტო აქციები გაიმართა, რომელშიც შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით 71 500-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, მათგან 24 500-მა - პარიზში.
საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, საპროტესტო ტალღის ფონზე „ქალაქებში ძალადობრივმა ინციდენტებმა იმატა“.
უწყების შეფასებით, დაახლოებით 55 000 ადამიანი მონაწილეობდა უშუალოდ სასწავლო დაწესებულებებთან გამართულ აქციებში, რომელთაგან მხოლოდ ნაწილი შეუერთდა მოგვიანებით ქუჩის მსვლელობებს.
დემონსტრაციების განმავლობაში სამართალდამცველებმა სულ 504 პირი დააკავეს. შეტაკებებისა და არეულობების შედეგად დაშავდა 48 პოლიციელი და ჟანდარმი.





