ზელენსკი რუბიოს: ერთი მხრივ, არ შეიძლება რუსებთან სამომავლო ეკონომიკურ პროექტებზე აწარმოო მოლაპარაკებები და, მეორე მხრივ, თქვა, რომ დიპლომატიურ ჩიხში ვართ
მსოფლიო

ვოლოდიმირ ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უარყო აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადება იმის შესახებ, რომ ომის დიპლომატიურად დასრულება შეუძლებელია.
ზელენსკიმ შეერთებულ შტატებს მოუწოდა, დაეხმაროს უკრაინას ჰაერში უპირატესობის მოპოვებაში და გაზარდოს ზეწოლა რუსეთზე.
უკრაინის პრეზიდენტმა დასძინა, რომ ამ მდგომარეობიდან გამოსვლა რთული არ არის და ამისათვის საჭიროა რუსეთზე ეკონომიკური ზეწოლის გაზრდა, უკრაინისთვის რუსეთის ტერიტორიაზე Starlink-ზე წვდომის მიცემა და მოსკოვთან მომავალ პროექტებზე მოლაპარაკებების შეწყვეტა.
„ერთი მხრივ, არ შეიძლება რუსებთან სამომავლო ეკონომიკურ პროექტებზე აწარმოო მოლაპარაკებები და, მეორე მხრივ, თქვა, რომ დიპლომატიურ ჩიხში ვართ. ჩვენ არ ვართ დიპლომატიურ ჩიხში. ჩაკეტეთ მათი მთელი ეკონომიკა. დაუხშეთ რუსეთს პირი. ნუ გამოკვებავთ მათ თქვენი გაყიდვებით. უბრალოდ დააწესეთ სანქციები მათ იარაღზე. გაგვიხსენით Starlink-ი ჩვენ, უკრაინას“, - განაცხადა ზელენსკიმ.





