აშშ-ის ადმინისტრაცია Microsoft-ს, Adobe-სა და რამდენიმე მსხვილ ტექნოლოგიურ კომპანიას უჩერებს მონაწილეობას პროგრამაში, რომელიც კვალიფიციურ უცხოელ თანამშრომლებს ამერიკაში მუდმივი ბინადრობის უფლების მიღების საშუალებას აძლევს
მსოფლიო

GettyImages
აშშ-ის ადმინისტრაცია Microsoft-ს, Adobe-სა და რამდენიმე მსხვილ ტექნოლოგიურ კომპანიას უჩერებს მონაწილეობას პროგრამაში, რომელიც კვალიფიციურ უცხოელ თანამშრომლებს ამერიკაში მუდმივი ბინადრობის უფლების მიღების საშუალებას აძლევს. გადაწყვეტილების მიზეზად შესაძლო თაღლითური სქემები და ამერიკელი მოქალაქეების დასაქმების სტიმულირება დასახელდა.
„ჩვენი გზავნილი Microsoft-ის მიმართ ასეთია: თქვენ ფანტასტიკური ამერიკული კომპანია ხართ, თუმცა ვალდებული ხართ, დაასაქმოთ ფანტასტიკური ამერიკელი მუშახელი“, - განაცხადა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა.
შრომის მდივნის, კით ზონდერლინგის განმარტებით, შეზღუდვები Microsoft-ისა და Adobe-ის გარდა შეეხო IT სექტორის ისეთ გიგანტებს, როგორებიცაა Cognizant, Infosys, Tata, Wipro, HCL და Capgemini. უწყება აღარ მიიღებს და აღარ დაამუშავებს ამ კომპანიების მხრიდან წარდგენილ ახალ თუ მიმდინარე განაცხადებს. Microsoft-ს აღნიშნულ საკითხზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.
პროცესი ითვალისწინებს შრომის დეპარტამენტისგან იმის სერტიფიცირებას, რომ კონკრეტულ პოზიციაზე შესაბამისი კვალიფიკაციის ამერიკელი კადრი არ მოიძებნება - ეს არის აუცილებელი ეტაპი სამუშაო უფლების მისაღებად.
ამასთან, ვიცე-პრეზიდენტმა ვენსმა აღნიშნა, რომ გამოძიება იწყება ცხრა წამყვან უნივერსიტეტშიც, მათ შორის ჰარვარდში, იელსა და სტენფორდში, საერთაშორისო სტუდენტების მოწვევისა და ამერიკელთა ხელფასების დემპინგის სავარაუდო ფაქტებზე. შრომის დეპარტამენტის გენერალურმა ინსპექტორმა ენტონი დესპოზიტომ დაადასტურა, რომ უწყებები სასწავლებლებს უკვე გადაეცათ.




