ზელენსკიმ შეერთებულ შტატებს მოუწოდა, ნება დართოს უკრაინულ მხარეს, გამოიყენოს Starlink-ის თანამგზავრული სისტემა უშუალოდ რუსეთის ტერიტორიაზე
მსოფლიო

ვოლოდიმირ ზელენსკი
GettyImages
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ შეერთებულ შტატებს მოუწოდა, ნება დართოს უკრაინულ მხარეს, გამოიყენოს Starlink-ის თანამგზავრული სისტემა უშუალოდ რუსეთის ტერიტორიაზე.
უკრაინის ლიდერი მიიჩნევს, რომ ეს ნაბიჯი რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს აიძულებს, მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდეს.
სახელმწიფოს მეთაურმა აშშ-ს ცის დაცვასა და Starlink-ის საჭირო შესაძლებლობების უზრუნველყოფაში დახმარება სთხოვა. მან მაგალითად ისრაელი მოიყვანა, რომელმაც ირანის საჰაერო სივრცეზე სრული კონტროლი მოიპოვა. ზელენსკის თქმით, ვაშინგტონმა ეს სისტემა ირანზე საპასუხო დარტყმების დროს გახსნა, სადაც მან ეფექტურად იმუშავა, შესაბამისად, იგივე მიდგომა უკრაინის შემთხვევაშიც უნდა გამოიყენონ.
ამასთანავე, უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ჩინეთი Starlink-ის ალტერნატიული სისტემის შექმნას უახლოვდება და მას რუსეთს აწვდის, რაც დამატებით საფრთხეს წარმოადგენს. ზელენსკის განცხადებით, კიევი ამ პრობლემას დასავლელ პარტნიორებთან აქტიურად განიხილავს. თუმცა ევროპელებიც მუშაობენ ანალოგიური ტექნოლოგიების შექმნაზე და ეხმარებიან უკრაინას, ისინი სასურველ შედეგთან ჯერ კიდევ შორს არიან.
ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ თუ პარტნიორები უკრაინას ცის დაცვასა და მასზე დომინირებაში დაეხმარებიან, პუტინი იძულებული გახდება, სამშვიდობო დიალოგს დათანხმდეს.




