POLITICO: ევროპარლამენტის სოციალ-დემოკრატების პოლიტიკურმა ჯგუფმა თანაპარტიელის, ხორვატი ევროდეპუტატის მიერ ორგანიზებული ღონისძიების გამო, რომელსაც მისი მეგობრები ესწრებოდნენ, დისციპლინური გამოძიება დაიწყო
მსოფლიო

რომანა იერკოვიჩი
ფოტო: ევროპარლამენტი
ევროპარლამენტის სოციალ-დემოკრატების პოლიტიკურმა ჯგუფმა თანაპარტიელის, ხორვატი ევროდეპუტატის რომანა იერკოვიჩის წინააღმდეგ დისციპლინური გამოძიება დაიწყო. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.
POLITICO-ს ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, ევროდეპუტატის მიერ სტრასბურგში ორგანიზებულ ღონისძიებას მისი მეგობრები და ნათესავები დაესწრნენ.
გამოცემა წერს, რომ ხორვატი ევროდეპუტატის და, მეგობარი მსახიობი და ახლობელი ხელოვნებათმცოდნე, სტრასბურგში ვიზიტისას რიეკას უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტისა და ქალაქის ერთ-ერთი საავადმყოფოს თანამშრომლებად იყვნენ გაფორმებული.
ასევე დოკუმენტებით დასტურდება, რომ ხორვატიიდან ჩასული სტუმრები მაღალი კლასის რესტორნებში ვახშმობდნენ. ხარჯი პოლიტიკური ჯგუფის ბიუჯეტიდან იფარებოდა.




