მარკო რუბიო უკრაინის ომზე: ესკალაციამ შესაძლოა სწრაფად აქციოს ორ ქვეყანას შორის ომი გაცილებით ფართო და უფრო სახიფათო რეგიონულ კონფლიქტად
მსოფლიო

მარკო რუბიო
ფოტო: Getty Images
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო უკრაინაში მიმდინარე ომს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ესკალაციამ შესაძლოა სწრაფად აქციოს ორ ქვეყანას შორის ომი გაცილებით ფართო და უფრო სახიფათო რეგიონულ კონფლიქტად.
როგორც რუბიომ განაცხადა, უკრაინაში ომი ჩიხშია შესული და ამის გამო ის უკიდურესად საშიშია.
„უკრაინის ომი უკიდურესად საშიშია, რადგან, როგორც ჩანს, ის ჩიხშია შესული. ჩიხში შესული ომები, როგორც წესი, ორი გზით სრულდება: ერთია მოლაპარაკებების გზით შეთანხმების მიღწევა. მეორე გზა კი ესკალაციაა. ეს ძალიან საშიშია. ესკალაციამ შესაძლოა სწრაფად აქციოს ორ ქვეყანას შორის ომი გაცილებით ფართო და უფრო სახიფათო რეგიონულ კონფლიქტად“, - განაცხადა რუბიომ.




