პარიზში მოსწავლეთა აქცია წყლის ჭავლით დაშალეს. ვიდეო
მსოფლიო

ვიდეოკადრი
საფრანგეთის დედაქალაქში უფროსკლასელთა და ლიცეუმის მოსწავლეთა მასშტაბური საპროტესტო აქცია სამართალდამცველებთან დაპირისპირებაში გადაიზარდა.
პარიზის ქუჩებში სიტუაციის დაძაბვის შემდეგ, პოლიციამ სპეციალური ტექნიკა, მათ შორის წყლის ჭავლები გამოიყენა.
მოზარდების აქცია, რომელიც თავდაპირველად მშვიდობიანად დაიწყო, დროთა განმავლობაში სულ უფრო აგრესიული გახდა. ადგილზე მყოფი მოწმეების ცნობით, დემონსტრანტთა გარკვეულმა ჯგუფებმა სამართალდამცველების მიმართულებით სხვადასხვა საგნების სროლა დაიწყეს, რასაც პოლიციის მხრიდან მკაცრი პასუხი მოჰყვა.
არეულობის თავიდან ასაცილებლად და საზოგადოებრივი წესრიგის აღდგენის მიზნით, ფრანგმა სამართალდამცველებმა სპეციალური საშუალებები აამოქმედეს.





