24 სექტემბერი 2026, 17:06
Reuters: კირილ დმიტრიევი აშშ-ში უიტკოფთან და კუშნერთან შესახვედრად გაემგზავრა
მსოფლიო

კირილ დმიტრიევი
ფოტო: Reuters
გაზიარება
რუსეთის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი კირილ დმიტრიევი, თითქმის ერთწლიანი პაუზის შემდეგ, ამერიკაში გაემგზავრა. Reuters-ის ცნობით, ის ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, დონალდ ტრამპის წარმომადგენლებთან - სტივ უიტკოფთან, ჯარედ კუშნერთან და თეთრი სახლის სხვა ოფიციალურ პირებთან შეხვედრებს გამართავს.
ეს მოლაპარაკებები სექტემბერში კრემლში ვლადიმერ პუტინს, უიტკოფსა და კუშნერს შორის გამართული შეხვედრის გაგრძელებაა.





