22 სექტემბერი 2026, 22:08
ტრამპი: პუტინი მზადაა შეხვედრისთვის - მას სურს, რომ ეს ომი დასრულდეს
მსოფლიო

დონალდ ტრამპი
ფოტო: GettyImages
გაზიარება
დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ვლადიმირ პუტინი უკრაინაში ომის დასრულების თემაზე „შეხვედრისთვის მზადყოფნას გამოთქვამს“.
„ის მზადაა შეხვედრისთვის. მას სურს, რომ ეს ომი დასრულდეს“, - აღნიშნა ტრამპმა.
„გულწრფელად რომ ვთქვა, ვფიქრობ, ომის დასრულება ორივეს გვსურს, უკვე დროა. უამრავი ხალხი იღუპება და ეს არავის უნდა. თუმცა მჯერა, რომ ომის დასრულება ორივე მხარეს სურს“, - დასძინა მან.





