მოქალაქეთა დემონსტრაცია განახლდა ევროპის ქვეყნებში
მოქალაქეთა დემონსტრაცია განახლდა ევროპის ქვეყნებში. ხელფასის ზრდის და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესების მოთხოვნით, მოსახლეობა საფრანგეთის ქუჩებში დღეს დილიდან შეიკრიბა. ფართომასშტაბიან მობილიზაციაში პროფკავშირები, საჯარო სექტორის თანამშრომლები, სტუნდენტები, მოსწავლეები და მოძრაობა „ყვითელი ჟილეტების“ წარმომადგენლები მონაწილეობენ. განათლების სფეროში არსებულ პრობლემებს აპროტესტებენ ბელგიაში. ბრიუსელში მსვლელობა ახალგაზრდებმა დაიწყეს. პროტესტის ორგანიზატორი ფრანგულენოვანი სტუდენტური ფედერაციაა. მათ უკმაყოფილების მთავარი მიზეზი ფრანგულენოვან უნივერსიტეტებსა და კოლეჯებში წლიური საფასურის ზრდაა. უწყვეტი პროტესტი გრძელდება პორტუგალიასა და გერმანიაშიც.












