ევროკავშირის პროგრამა „ჰორიზონტის“ სამეცნიერო კვლევითმა პროექტმა „ბრიჯ გეფმა“ სასამართლოს გამჭვირვალობის და დამოუკიდებლობის რეიტინგები გამოაქვეყნა
ევროკავშირის პროგრამა „ჰორიზონტის“ სამეცნიერო კვლევითმა პროექტმა „ბრიჯ გეფმა“ სასამართლოს გამჭვირვალობის და დამოუკიდებლობის რეიტინგები გამოაქვეყნა. საქართველომ სასამართლოს გამჭვირვალობით ევროპაში უმაღლესი შეფასება მიიღო. დამოუკიდებლობით კი ევროპის საუკეთესო ოცეულშია. სასამართლოს გამჭვირვალობის შეფასების 10-ბალიანი სისტემით საქართველომ უმაღლესი 10 ქულა მოიპოვა და ევროკავშირის წევრ 17 ქვეყანას გაუთანაბრდა რეიტინგში პირველ პოზიციაზე. რაც შეეხება სასამართლოს დამოუკიდებლობას, შეფასების 10-ბალიანი სისტემით ექვსი ქულა მიიღო და ევროპის საუკეთესო ოცეულში მე-17 ადგილზე გავიდა.












