შინაგან საქმეთა სამინისტრომ ყოფილი მეუღლის შეკვეთით მკვლელობის მომზადების ბრალდებით ერთი ადამიანი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ყოფილი მეუღლის შეკვეთით მკვლელობის მომზადების ბრალდებით ერთი ადამიანი დააკავა. ის „ნაციონალური მოძრაობის“ წევრია. მისი ახლო გარემოცვა ამბობს, რომ დაკავებულს მეუღლესთან კარგი ურთერთობა არ ჰქონდა, თუმცა მკვლელობის შეკვეთას გამორიცხავენ. ძალოვანი უწყების ცნობით, გარდაბნის მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა ბრალდებულმა ნაცნობს ფულის სანაცვლოდ მკვლელის მოძებნა დაავალა. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.












