უკან17 ნოემბერი 2026, 17:26
ეკონომიკის მინისტრი აზერბაიჯანში ორმხრივ შეხვედრებს გამართავს
ეკონომიკის მინისტრი აზერბაიჯანში ორმხრივ შეხვედრებს გამართავს. მარიამ ქვრივიშვილი აზერბაიჯანის პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს შეხვდება. მხარეები ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური და ენერგეტიკული თანამშრომლობის საკითხებს, მიმდინარე და დაგეგმილ ერთობლივ პროექტებს განიხილავენ. ვიცე-პრემიერი აზერბაიჯანში დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა.
გაზიარება












