თბილისის მერმა ქალაქში ტრანსპორტით გადაადგილების კუთხით არსებულ გამოწვევებზე ილაპარაკა
თბილისის მერმა ქალაქში ტრანსპორტით გადაადგილების კუთხით არსებულ გამოწვევებზე ილაპარაკა. კახა კალაძემ როგორც ავტობუსის ზოლის, ისე შუქნიშნების ირგვლივ საზოგადოების კრიტიკას უპასუხა. კახა კალაძე ესტაკადების საკითხსაც შეეხო. თქვა, რომ სატრანსპორტო პოლიტიკის მიზანი არა ავტომობილების გაჩერება, არამედ მოძრაობის ორგანიზება და ყველა მიმართულებით უსაფრთხო, მოწესრიგებული და ეფექტიანი გადაადგილების უზრუნველყოფაა. მისივე განცხადებით, მთავარი ამოცანა მეტი ადამიანის სწრაფად და უსაფრთხოდ გადაადგილებაა, რის გამოც მუნიციპალიტეტის პრიორიტეტს საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება წარმოადგენს. კახა კალაძე თბილისის მეტროს განვითარებისა და ტრამვაის პროექტებსაც შეეხო.












